დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი მაისისათვის 23.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 14.1 მლნ ლარით, ანუ 0.1 პროცენტით მეტია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით ნაკლები). აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 34.3 მლნ ლარით, ანუ 0.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 48.5 მლნ ლარით, ანუ 0.4 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 38.27 პროცენტი შეადგინა. პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.12 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.21 პროცენტული პუნქტით).
ვადიან დეპოზიტებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 5.5 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 7.3 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.9 პროცენტი.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 14.1 პროცენტი შეადგინა.
წინამდებარე სტატისტიკური
ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის
ვებგვერდზე, ინტერაქტიული სტატისტიკისა და სტატისტიკის რუბრიკებში მისამართებზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=715;
http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306;