გიორგი ქადაგიძე ჩეხეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ჟირი რუსნოკს შეხვდა

გიორგი ქადაგიძე ჩეხეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ჟირი რუსნოკს შეხვდა

15 მაისი, 2015
EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკს ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჟირი რუსნოკი ეწვია.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს შეხვდა. ჟირი რუსნოკი საქართველოს მაკროეკონომიკური ტენდენციებს და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო.

ინფორმაციისთვის ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა, ჟირი რუსნოკის კანდიდატურა ჩეხეთის ცენტრალური ბანკის მმართველის თანამდებობაზე დაასახელა, რომელიც თავის მოვალეობის შესრულებას სავარაუდოდ მომავალი წლიდან შეუდგება.

ჩეხეთის ცენტრალურ ბანკთან საქართველოს ეროვნულ ბანკს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ჩეხეთის ცენტრალური ბანკი, რომელიც ერთ-ერთი ფლაგმანია ინფლაციის თარგეთირებასა და შესაბამის მოდელირებაში. ჩეხეთის ცენტრალურ ბანკი დაეხმარა საქართველოს, სავალუტო ფონდთან და EBRD-ისთან ერთად მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს, მათ შორის ინსტრუმენტების განვითარებასა და თანამედროვე მოდელების შექმნაში.

ჩეხეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი მმართველი ზდენიეკ ტუმა, მის კოლეგებთან ერთად რამდენჯერმე სტუმრობდა საქართველოს. ამ პროგრამის ფარგლებში შემუშავდა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სტრატეგია, რომელიც ერთობლივ კონფერენციაზე იყო წარმოდგენილი 2014 წლის მარტში.  მათ შორის რეფინანსირების სესხები, რომელთა კრიტიკა მრავლად გვესმის ჩვენი ოპონენტებისაგან, ამ მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს ძირითადი ნაწილია.

„ჩეხეთის ბანკთან თანამშრომლობა ძლიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, რადგან ჩეხეთი ამ სფეროში მისი მიღწევების გამო მონეტარული პოლიტიკის კუთხით საქართველოსთვის ე.წ. „მოდელ“ ქვეყანას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის ცენტრალური ბანკის პოლიტიკის შედეგად, ჩეხეთში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია საპროცენტო განაკვეთები და ინფლაცია, ასევე გაცვლითი კურსი გრძელვადიანი სტაბილურობით გამოირჩევა“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
სხვა სიახლეები