გამოქვეყნდა ჟურნალის "ეკონომიკა და საბანკო საქმის" ახალი ნომერი

გამოქვეყნდა ჟურნალის "ეკონომიკა და საბანკო საქმის" ახალი ნომერი

31 დეკემბერი, 2020

გამოვიდა საქართველოს ეროვნული ბანკის სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის "ეკონომიკა და საბანკო საქმის" მორიგი ნომერი. გამოცემაში მკითხველს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს სტატიებს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორებიცაა:

  • თავისუფალი ეკონომიკური ზონები საქართველოს ეკონომიკაში
  • საოპერაციო რისკის რაოდენობრივი შეფასების მიდგომები
  • ნაღდი ფულის ნაკადის რისკის შეფასება საქართველოს საბანკო სექტორისათვის
  • მესამე მხარის რისკის მართვის პრინციპები
  • ფინანსური პირობების გავლენა ეკონომიკური ზრდის რისკებზე საქართველოში

ჟურნალის ელექტრონული ნომრის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე და ბლოგზ .

ჟურნალი "ეკონომიკა და საბანკო საქმე" საქართველოს ეროვნული ბანკის სამეცნიერო ანალიტიკური ჟურნალია, რომელიც კვარტალში ერთხელ გამოდის და რომლის მთავარი მიზანია, ინსტიტუტის შიგნით დაგროვებული ცოდნისა და ინფორმაციის ფართო აუდიტორიამდე მიტანა. ამასთანავე, ჟურნალი ეკონომისტებისა და ფინანსისტებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით. გამოცემა ასევე დიდ დახმარებას უწევს ახალგაზრდა მკვლევარებსა და მეცნიერებს, რომლებიც კონკრეტულ ეკონომიკურ თუ ფინანსურ თემატიკაზე მუშაობენ.

სხვა სიახლეები