გამოვიდა ჟურნალ "ეკონომიკა და საბანკო საქმის" მორიგი ნომერი
გამოვიდა საქართველოს ეროვნული ბანკის, სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის "ეკონომიკა და საბანკო საქმის" მორიგი ნომერი. გამოცემაში მკითხველს სხვა მასალებთან ერთად შესაძლებლობა ექნება გაეცნოს სტატიებს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორებიცაა:
✓საგადახდო (გადახდების) სისტემა და მისი მნიშვნელობა
✓მაღალი პერფორმანსის მქონე ორგანიზაციები საქართველოს საბანკო სექტორში
✓განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა საბანკო სექტორში
✓ვირტუალური/კრიპტოგრაფიული ვალუტა და მისი თავისებურებები ვირტუალური ვალუტების რეგულირება (bitcoin-ის მაგალითზე)
ჟურნალის ელექტრონული ნომრის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://nbg.gov.ge/index.php?m=618 და ბლოგზე http://nbg.gov.ge/bankjournal/
ჟურნალი „ეკონომიკა და საბანკო საქმე" საქართველოს ეროვნული ბანკის სამეცნიერო ანალიტიკური ჟურნალია, რომელიც კვარტალში ერთხელ გამოდის და რომლის მთავარი მიზანია, ინსტიტუტის შიგნით დაგროვებული ცოდნისა და ინფორმაციის ფართო აუდიტორიამდე მიტანა. ამასთანავე, ჟურნალი ეკონომისტებისა და ფინანსისტებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით. გამოცემა ასევე დიდ დახმარებას უწევს ახალგაზრდა მკვლევარებსა და მეცნიერებს, რომლებიც კონკრეტულ ეკონომიკურ თუ ფინანსურ თემატიკაზე მუშაობენ.