გამოვიდა ჟურნალ "ეკონომიკა და საბანკო საქმის" მორიგი ნომერი

გამოვიდა ჟურნალ "ეკონომიკა და საბანკო საქმის" მორიგი ნომერი

18 მაისი, 2015
გამოვიდა საქართველოს ეროვნული ბანკის, სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის "ეკონომიკა და საბანკო საქმის" მორიგი ნომერი. გამოცემაში მკითხველს სხვა მასალებთან ერთად შესაძლებლობა ექნება გაეცნოს სტატიებს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორებიცაა:

რეფინანსირების სესხები - ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტი
✓ მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმი
✓ სილიკონის ველები: ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკა
✓ ურბანიზაცია და მისი ეკონომიკური ასპექტები
✓ საკრედიტო რისკის შეფასება ფაზი სიმრავლეების გამოყენებით

ჟურნალის ელექტრონული ნომრის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://nbg.gov.ge/index.php?m=618 და ბლოგზე http://nbg.gov.ge/bankjournal/ 

ჟურნალი „ეკონომიკა და საბანკო საქმე" საქართველოს ეროვნული ბანკის სამეცნიერო ანალიტიკური ჟურნალია, რომელიც კვარტალში ერთხელ გამოდის და რომლის მთავარი მიზანია, ინსტიტუტის შიგნით დაგროვებული ცოდნისა და ინფორმაციის ფართო აუდიტორიამდე მიტანა. ამასთანავე, ჟურნალი ეკონომისტებისა და ფინანსისტებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით. გამოცემა ასევე დიდ დახმარებას უწევს ახალგაზრდა მკვლევარებსა და მეცნიერებს, რომლებიც კონკრეტულ ეკონომიკურ თუ ფინანსურ თემატიკაზე მუშაობენ.

სხვა სიახლეები