გამოვიდა ჟურნალ "ეკონომიკა და საბანკო საქმის" მორიგი ნომერი
გამოვიდა საქართველოს ეროვნული ბანკის, სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის "ეკონომიკა და საბანკო საქმის" მორიგი ნომერი. გამოცემაში მკითხველს სხვა მასალებთან ერთად შესაძლებლობა ექნება გაეცნოს სტატიებს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორებიცაა:
✓ლარის გაცვლითი კურსი და საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შეფასებები
✓დეფოლტის დროს სესხის ნაშთის შეფასება კოპულა ფუნქციების გამოყენებით
✓საკრედიტო რისკის მოდელი: იპოთეკური სესხის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება
✓საქართველოს ფისკალური პოლიტიკის მდგრადობის ანალიზი
✓ფულის მიწოდების გავლენა რეალურ გამოშვებაზე
ჟურნალი "ეკონომიკა და საბანკო საქმე" საქართველოს ეროვნული ბანკის სამეცნიერო ანალიტიკური ჟურნალია, რომელიც კვარტალში ერთხელ გამოდის და რომლის მთავარი მიზანია, ინსტიტუტის შიგნით დაგროვებული ცოდნისა და ინფორმაციის ფართო აუდიტორიამდე მიტანა. ამასთანავე, ჟურნალი ეკონომისტებისა და ფინანსისტებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით. გამოცემა ასევე დიდ დახმარებას უწევს ახალგაზრდა მკვლევარებსა და მეცნიერებს, რომლებიც კონკრეტულ ეკონომიკურ თუ ფინანსურ თემატიკაზე მუშაობენ.