გამოვიდა ჟურნალ "ეკონომიკა და საბანკო საქმის" მორიგი ნომერი

გამოვიდა ჟურნალ "ეკონომიკა და საბანკო საქმის" მორიგი ნომერი

18 ნოემბერი, 2016

გამოვიდა საქართველოს ეროვნული ბანკის, სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის "ეკონომიკა და საბანკო საქმის" მორიგი ნომერი. გამოცემაში მკითხველს სხვა მასალებთან ერთად შესაძლებლობა ექნება გაეცნოს სტატიებს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორებიცაა:

ინფლაციის თარგეთირება: ძირითადი პრინციპი, მახასიათებლები, წინაპირობები და ემპირიული შეფასებები
მონეტარული "მდგომარეობის" ინდექსი საქართველოსთვის

მთავრობის ზომის ეკონომიკურ ზრდაზე გავლენის ანალიზი

ეკონომიკის ცალკეულ სექტორში არსებული სავალუტო შეუსაბამობის ანალიზი: საბალანსო მიდგომა
გაცვლითი კურსი და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი

ჟურნალის ელექტრონული ნომრის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე - https://nbg.gov.ge/index.php?m=618 და ბლოგზე - http://nbg.gov.ge/bankjournal/

ჟურნალი "ეკონომიკა და საბანკო საქმე" საქართველოს ეროვნული ბანკის სამეცნიერო ანალიტიკური ჟურნალია, რომელიც კვარტალში ერთხელ გამოდის და რომლის მთავარი მიზანია, ინსტიტუტის შიგნით დაგროვებული ცოდნისა და ინფორმაციის ფართო აუდიტორიამდე მიტანა. ამასთანავე, ჟურნალი ეკონომისტებისა და ფინანსისტებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით. გამოცემა ასევე დიდ დახმარებას უწევს ახალგაზრდა მკვლევარებსა და მეცნიერებს, რომლებიც კონკრეტულ ეკონომიკურ თუ ფინანსურ თემატიკაზე მუშაობენ.

 

სხვა სიახლეები