გამოვიდა ჟურნალ "ეკონომიკა და საბანკო საქმის" მორიგი ნომერი
06 ივნისი, 2019
გამოვიდა საქართველოს ეროვნული ბანკის,
სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის "ეკონომიკა და საბანკო საქმის" მორიგი
ნომერი. გამოცემაში მკითხველს სხვა მასალებთან ერთად შესაძლებლობა ექნება
გაეცნოს სტატიებს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორებიცაა:
კორპორაციული მართვა და მისი მნიშვნელობა
როგორ განვახორციელოთ დე-დოლარიზაცია: ლიტერატურის მიმოხილვა
კავშირგაბმულობის დარგის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე - შეფასება ლეონტიევის "ნედლეული-გამოშვების" (IO) მოდელის მიხედვით
გაცვლითი კურსის რისკის შეფასება VAR მოდელით საქართველოს საბანკო სექტორის მაგალითზე
ჟურნალი
"ეკონომიკა და საბანკო საქმე" საქართველოს ეროვნული ბანკის სამეცნიერო
ანალიტიკური ჟურნალია, რომელიც კვარტალში ერთხელ გამოდის და რომლის მთავარი
მიზანია, ინსტიტუტის შიგნით დაგროვებული ცოდნისა და ინფორმაციის ფართო
აუდიტორიამდე მიტანა. ამასთანავე, ჟურნალი ეკონომისტებისა და
ფინანსისტებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, გამოთქვან თავიანთი
მოსაზრებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ეკონომიკურ
პროცესებთან დაკავშირებით. გამოცემა ასევე დიდ დახმარებას უწევს ახალგაზრდა
მკვლევარებსა და მეცნიერებს, რომლებიც კონკრეტულ ეკონომიკურ თუ ფინანსურ
თემატიკაზე მუშაობენ.