ახალგაზრდული კონკურსი და სტაჟირება საქართველოს ეროვნულ ბანკში

ახალგაზრდული კონკურსი და სტაჟირება საქართველოს ეროვნულ ბანკში

09 ნოემბერი, 2018
საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური განათლების წლის ფარგლებში, სტუდენტებისათვის აცხადებს კონკურსს - "ჩემპიონი შემფასებელი". კონკურსის პირობებით, ქართული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებმა უნდა გააანალიზონ ქართული კომპანიების ფინანსური ანგარიშგებები  და  შეაფასონ მათი საინვესტიციო პოტენციალი.

ახალგაზრდებს ეს კონკურსი საშუალებას მისცემს, პრაქტიკაში გამოიყენონ დაგროვილი ცოდნა და გამოიმუშავონ საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევები. გამარჯვებულ სტუნდენტებს კი შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს ეროვნულ ბანკში 2-თვიანი სტაჟირება გაიარონ.

მსურველები 2018 წლის 26 ნოემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ. ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადა კი 2018 წლის 25 დეკემბერია.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მითითებულ ბმულზე - http://bit.ly/ჩემპიონიშემფასებელი  
სხვა სიახლეები