ახალგაზრდული კონკურსი და სტაჟირება საქართველოს ეროვნულ ბანკში

ახალგაზრდული კონკურსი და სტაჟირება საქართველოს ეროვნულ ბანკში

21 დეკემბერი, 2018
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს კონკურსს მონაცემთა მეცნიერების თანამედროვე მეთოდებითა და ინსტრუმენტებით დაინტერესებული ნიჭიერი ახალგაზრდების გამოსავლენად.

კონკურსის მიზანია გამოავლინოს ტალანტი, რომელსაც შეუძლია დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობა სტატისტიკური, ეკონომეტრიკული და მანქანური სწავლების მეთოდებით.

გამარჯვებული მონაწილეები გაივლიან 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას საქართველოს ეროვნულ ბანკში.

დაინტერესებულმა პირებმა აღნიშნულ მისამართზე: datascience2018@nbg.gov.ge უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე ქართულ ენაზე და შედეგების 4-5 - გვერდიანი დოკუმენტი pdf ფორმატში, სადაც აღწერენ თავიანთ მიგნებებსა და განიხილავენ მათ აქტუალურობას.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 28 იანვარი.

სხვა სიახლეები