ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
ევროსტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრი ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების მართვის პროცესს მაღალტექნოლოგიური პროგრამებით ახორციელებს, რომელიც საშუალებას იძლევა ერთიანი სისტემით აკონტროლოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნაღდი ფულის ნიშნების მოძრაობა.
ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრი 2012 წელს გაიხსნა. შენობის პროექტის ავტორები ქართველი არქიტექტორები არიან.