„შემოთავაზებების და კითხვების გამოგზავნა შესაბამისი დანართის მიხედვით შესაძლებელია ელ-ფოსტაზე - pa_supervision@nbg.gov.ge 2024 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. მოსაზრების წარდგენა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს და უპასუხებს მხოლოდ ზემოაღნიშნული დანართის ფორმით მოწოდებულ არგუმენტირებულ კომენტარებსა და მოსაზრებებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ, კონსულტაციის დასრულების შემდეგ, წარმოდგენილი პროექტი შეიძლება დაექვემდებაროს შესაბამის რედაქციულ კორექტირებას ან/და მიღებული კონსულტაციის საფუძველზე შესაბამის ცვლილებებს" სამივე წესზე ეს ტექსტი მიეთითება.