ფინანსური განათლების ახალი, ეროვნული სტრატეგია, ფინანსური განათლების გავრცელებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის, ძირითადი სარეკომენდაციო დოკუმენტი იქნება. ამდენად, მნიშვნელოვანია, დაინტერესებული მხარეები საჯარო, კერძო თუ სამოქალაქო სექტორიდან აქტიურად იყვნენ ჩართულნი სტრატეგიის საბოლოო ვერსიის შემუშავების პროცესში.
დაინტერესებული მხარეებისგან მოსაზრებებისა და შემოთავაზებების, კომენტარებისა და რეკომენდაციების მოწოდება შესაძლებელი იქნება 2022 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: fe@nbg.gov.ge