სტაჟირების კონკურსი საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობის და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის დეპარტამენტში

    საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს სტაჟირების კონკურსს:

    დეპარტამენტი: საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობის და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის დეპარტამენტი

    პოზიცია: სტაჟიორი

    შესარჩევი სტაჟიორის რაოდენობა: 6

    ანაზღაურება: თვეში 1200 ლარი (დარიცხული)

    სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვემდე ვადით

    საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობის და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის დეპარტამენტის შესახებ: საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობის და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სარეგისტრაციო საბუთების განხილვა-შეფასება, დაინტერესებული პირის რეგისტრაცია/ცვლილებების რეგისტრაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების დისტანციური და ადგილზე შემოწმება, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების შემოწმება, სათაო ოფისთან და სისტემასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტება; კომპეტენციის ფარგლებში, საგადახდო მომსახურებასთან და ვირტუალური აქტივის მომსახურებასთან დაკავშირებულ, მათ შორის, უსაფრთხოების თემებზე ცნობიერების ამაღლების და ინფორმაციის გაცვლის მიზნით თანამშრომლობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც.

    საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობა

    ეროვნული ბანკი ახორციელებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მათ შორის, საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის, ასევე, ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის ან/და გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციას და ზედამხედველობას. აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების პრუდენციული ზედამხედველობის ნორმატიული ბაზის და სტანდარტების შემუშავებას.

    ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაცია

    ეროვნული ბანკი ახორციელებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციას და ვირტუალური აქტივის მომსახურების სქემატური აღწერების შეფასებას, მათ შორის, საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ჭრილში, რომლებსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება. აგრეთვე, აღნიშნული პროვაიდერების რეგულირებას ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების ხელშეწყობის აღკვეთის კუთხით. კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული ბანკი ასევე ახორციელებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ნორმატიული ბაზისა და სტანდარტების შემუშავებას.

    სტაჟირების შესახებ: საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობის და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის დეპარტამენტის სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირების პერიოდის განმავლობაში შეიძინონ  თეორიული ცოდნა და პრაქტიკული  გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით:

    • საგადახდო მომსახურების პროვაიდერების საქმიანობა და მისი რეგულირება;
    • ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების შესახებ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა.

     

    სტაჟირების განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:

    • გაეცნოს დეპარტამენტის და მთლიანად, ბანკის სპეციფიკას;
    • კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში;
    • გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა), რომელიც საჭიროა სტაჟირების პერიოდში, მენტორის მიერ განსაზღვრული დავალებების შესასრულებლად;
    • დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისად.

     

    სტაჟირების კანდიდატისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:

    • ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
    • ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე;
    • საგადახდო მომსახურების და ვირტუალური აქტივების მომსახურების შესახებ ინფორმაციის ფლობა (ცნებების დონეზე).

     

    კომპეტენციებისა და უნარები:

    • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
    • პრობლემების გადაჭრის უნარი;
    • ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
    • ემოციური გაწონასწორებულობა;
    • კომუნიკაბელურობა;
    • გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი;
    • სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;

    სტაჟიორის შერჩევის პროცესი:

    პირველი ეტაპი:

    • განაცხადების შეფასება და განაცხადით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

    მეორე ეტაპი:

    • წერითი დავალება, მისი განხილვა და შეფასება ეროვნული ბანკის მიერ;

    წერითი დავალების თემატიკა:

    • საგადახდო მომსახურება (სქემების განხილვა);
    • საგადახდო მომსახურების პროვაიდერების საქმიანობა;
    • ვირტუალური აქტივი და ვირტუალური აქტივის მომსახურება;
    • ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები;
    • მონაცემთა ანალიზი - სტატისტიკა;
    • რეგულირება (მაგალითების განხილვა)

     

    შენიშვნა: წერითი დავალების ნაწილი შესრულდება ინგლისურ ენაზე.

     

    მესამე  ეტაპი:

    • გასაუბრება კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით გადალახავენ შერჩევის მეორე ეტაპს.

     

    სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა   2025 წლის  31 იანვრის ჩათვლით ელ-ფოსტაზე  Internship@nbg.gov.ge    უნდა გამოაგზავნონ:  

    • რეზიუმე (CV)
    • რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ შემდეგი ტექსტი „სტაჟირება - PSP&VASP დეპარტამენტი“

    შერჩეული კანდიდატი ვალდებულია შერჩევიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში ეროვნულ ბანკში  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

    1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
    2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
    3. ერთი ელექტრონული ფოტო.

     
    გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი პერსონალური მონაცემები ეროვნული ბანკის მიერ დამუშავდება  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.