სტაჟირების კონკურსი პროექტების მართვის ოფისში

    საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს სტაჟირების კონკურსს პროექტების მართვის ოფისში

     

    გამოქვეყნდა:15 იანვარი
    ბოლო ვადა:27 იანვარი

    დეპარტამენტი: პროექტების მართვის ოფისი

    პოზიცია: სტაჟიორი

    შესარჩევი სტაჟიორის რაოდენობა: 2

    ანაზღაურება: თვეში 1200 ლარი (დარიცხული)

    სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე

    პროექტების მართვის ოფისის მიზანი:

    პროექტების მართვის ოფისის ამოცანაა ეროვნული ბანკის პროექტების მართვის ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება, მათი განხორციელების შედეგად მიღებული სარგებელის ოპტიმიზაცია პროექტების მართვის პროცესის სტანდარტიზაციისა და თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენების საშუალებით.

    სტაჟირების შესახებ: პროექტების მართვის ოფისში სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ   შეიძინონ  თეორიული ცოდნა და პრაქტიკული  გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით.

    სტაჟიორი   პროექტის მენეჯერთან კოორდინაციით  ჩართული იქნება  შემდეგ პროცესებში:

    • პროექტების დაგეგმვა; 
    • პროექტის განხორციელება;
    • პროექტში მონაწილე მხარეებთან კოორდინაცია;
    • პროექტების განხორციელების პროცესში საჭირო დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
    • პროექტების მართვის სპეციფიკასთან დაკავშირებულ სხვასაკითხებში/აქტივობებში მონაწილეობა.

    სტაჟიორს  შესაძლებლობა ექნება:

    • კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში რომელიც დაკავშირებული იქნება პროექტების მართვის სპეციფიკასთან;
    • გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა), რომელიც საჭიროა სტაჟირების პერიოდში მენტორის მიერ განსაზღვრული დავალებების შესასრულებლად;
    • გახდეს დინამიური სწავლების გარემოს თანამონაწილე.

    სტაჟირების კანდიდატისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:

    • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან/და უმაღლესი აკადემიური განათლების  მქონე პირი;
    • სასურველია, კანდიდატს გააჩნდეს თეორიული  ან პრაქტიკული ცოდნა პროექტების მართვის ან საგადახდო/საბარათე  სისტემების მიმართულებით;
    • სასურველია კანდიდატს ქონდეს ნებისმიერი გამოცდილება საორგანიზაციო და საკოორდინაციო მიმართულებით (მათ შორის სტაჟირება ან მოხალისეობა);
    • ინგლისური ენა - B2.

    კომპეტენციები და უნარები:

    • კრიტიკული აზროვნება;
    • სიახლეებისადმი სწრაფვა;
    • ზეპირი და წერითი საკომუნიკაციო უნარები ქართულ და ინგლისურ ენებზე;
    • ორგანიზების უნარები;
    • დეტალებზე ორიენტირებულობა;
    • დროის მართვა;

    სტაჟიორის შერჩევის პროცესი:

    პირველი ეტაპი:

    • განაცხადების შეფასება და განაცხადით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

    მეორე ეტაპი:

    • წერითი დავალება, მისი განხილვა და შეფასება ეროვნული ბანკის მიერ;

    მესამე  ეტაპი:

    • გასაუბრება კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით გადალახავენ შერჩევის მეორე ეტაპს.

    სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა   2024 წლის  27  იანვრის  ჩათვლით   ელ-ფოსტაზე  Internship@nbg.gov.ge    უნდა გამოაგზავნონ:  

    • რეზიუმე (CV)
    • მოკლე სამოტივაციო წერილი
    • *რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ შემდეგი ტექსტი „სტაჟირება - პროექტების მართვის ოფისი“

     

    შერჩეული კანდიდატი ვალდებულია შერჩევიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში ეროვნულ ბანკში  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

    1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
    2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
    3. ერთი ელექტრონული ფოტო.

     

    გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი პერსონალური მონაცემები ეროვნული ბანკის მიერ დამუშავდება  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.