შპს "მიკროსაფინანსო ორგანზაცია სმარტ ფინანსის" - (ს/ნ: 212918976) დაჯარიმების თაობაზე
მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 4 (ოთხი) ფაქტის გამო - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 4 (ოთხი) შემთხვევისათვის - სულ - 8,000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით;
მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად წარდგენის 2 (ორი) ფაქტის გამო - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 2 (ორი) შემთხვევისათვის, სულ - 4,000 (ოთხი ათასი) ლარი;
მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი ვადის დაუცველად, 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებით წარდგენის 3 (სამი) ფაქტის გამო - 100 (ასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 3 (სამი) შემთხვევისათვის, სულ - 300 (სამასი) ლარი;
7 (შვიდი) კლიენტთან მიმართებაში მინიჭებული მაღალი რისკის ფარგლებში მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ განუხორციელებია კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა, რისთვისაც ის დაჯარიმდა - 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებით. დარღვევის 7 (შვიდი) შემთხვევისათვის, სულ - 21,000 (ოცდაერთი ათასი) ლარი.
"მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 31 მაისის №61/04 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 1 (ერთი) შემთხვევის გამო - ჯამში 1,000 ლარის ოდენობით.
საერთო ჯამში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა - 34,300 (ოცდათოთხმეტი ათას სამასი) ლარის ოდენობით.