სესხის გამცემი სუბიექტის შპს „თ-ნ გოლდ“-ისთვის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404571414) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    განხორციელდა სესხის გამცემი სუბიექტის შპს „თ-ნ გოლდ“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404571414) დაჯარიმება 29,000 (ოცდაცხრა ათასი) ლარის ოდენობით, კერძოდ:

    სესხის გამცემ სუბიექტს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა წარდგენილი ჰქონდა დაგვიანებით. სესხის გამცემი სუბიექტი  საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა 2019 წლის 01 მარტს. „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის ბრძანება №1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ანგარიშვალდებული პირი, რომელსაც საქმიანობა დაწყებული აქვს ამ ბრძანების ამოქმედებამდე, ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა უნდა წარუდგინონ აღრიცხვის შევსებული ფორმა სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ანგარიშვალდებულ პირს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში შესაბამისი აღრიცხვის ფორმა უნდა წარედგინა 2020 წლის 20 ნოემბრამდე, თუმცა სესხის გამცემი სუბიექტის მიერ პირველადი აღრიცხვის ფორმის წარდგენა განხორციელდა 2021 წლის 20 იანვარს. შესაბამისად დგინდება, რომ სესხის გამცემი სუბიექტის შპს „თ-ნ გოლდ“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404571414) მიერ აღრიცხვის ფორმის წარდგენა მოხდა დაგვიანებით. აღნიშნული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

    სესხის გამცემი სუბიექტის მიერ შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2 (ორი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას – 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე - სულ 4,000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

    ორგანიზაციაში დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით. კერძოდ, მას არ გააჩნია საეჭვო, უჩვეულო, დაკავშირებული (დანაწევრებული) გარიგებებისა და ურთიერთდაკავშირებული პირების გამოვლენის შესაძლებლობა, ამასთან ტესტირების პროცესში პროგრამამ ვერ შეძლო ყველა სანქცირებული პირის ავტომატური გამოვლენა/ბლოკირება, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 15,000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;

    სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დაფიქსირდა ერთ კლიენტთან მიმართებაში საქმიანობის არსის დაუდგენლობის ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში - სულ 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

    სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დაფიქსირდა ერთ კლიენტთან მიმართებაში მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის გარეშე პირისთვის მომსახურების გაწევა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე - სულ 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით;

    სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 2 (ორი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე - სულ 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.