საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს "ფასტფეი" - სთვის (ს/ნ 405273289) დაკისრებული ფულადი ჯარიმა
განხორციელდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შპს „ფასტფეი“-ს (ს/ნ 405273289) დაჯარიმება 42,000 (ორმოცდაორი ათასი) ლარის ოდენობით, კერძოდ:
შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 1 (ერთი) შემთხვევის გამო;
2 (ორი) კლიენტთან მიმართებით კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვის არ ქონის გამო;
4 (ოთხი) შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან განხორციელდა „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 მარტის №43/04 ბრძანებით განსაზღვრული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით (კერძოდ 2022 წლის პირველი და მეორე და 2023 წლის პირველი და მეორე ნახევრის ანგარიშგება) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენა;
2 (ორი) შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან გამოვლინდა ადგილზე შემოწმების შედეგად პროვაიდერისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა.
1 (ერთი) შემთხვევაში გამოვლინდა პროვაიდერში პროგრამული სისტემის მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევა.