საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს "რიკო ფეი" - სთვის (ს/ნ 405413529) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    4 (ოთხი) შემთხვევაში საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 მარტის №43/04 ბრძანებით „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის“ შესაბამისად წარმოდგენილი 2023 წლის I და 2023 წლის II ნახევრის ანგარიშგებები შეიცავდა არაზუსტ ინფორმაციას, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 ივნისის N87/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“  21 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ექვემდებარება დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე (სულ 4 000 ლარი).


    საერთო ჯამში საგადახდო მომსახურების პროვაიდერი დაჯარიმდა - 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.