საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს „ენ ბი სი“-სთვის (ს/კ 405150063) დაკისრებული ფულადი ჯარიმა
განხორციელდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს „ენ ბი სი“-ის (ს/კ 405150063) დაჯარიმება 53 800 (ორმოცდაცამეტი ათას რვაასი) ლარის ოდენობით. კერძოდ:
6 (ექვს) შემთხვევაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის გამო;
16 (თექვსმეტ) კლიენტთან მიმართებით „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 7 მაისის N82/04 ბრძანებით დამტკიცებული სახელმძღვანელოს და პროვაიდერის შიდა პოლიტიკით/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინების გარეშე რისკის მინიჭების გამო;
4 (ოთხ) შემთხვევაში პროვაიდერის მიერ განხორციელდა "კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის N162/04 ბრძანებით განსაზღვრული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენა;