მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფემილი კრედიტი"-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 412717476) დაკისრებული ფულადი ჯარიმა.

    შემოწმების შედეგად გამოვლინდა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“-ს მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ზღვარს ზემოთ ანგარიშგების წარუდგენლობის 3 (სამი) შეთხვევა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის - მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, ზემოაღნიშნულ დარღვევაზე სულ - 6,000 (ექვსი ათასი) ლარი.


    შემოწმების პერიოდში დაფიქსირდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/ დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 2 (ორი) შემთხვევა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში - „წესი“) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ხოლო, ნახსენები დარღვევის 2 (ორი) შემთხვევისათვის, სულ - 4,000 (ოთხი ათასი) ლარი;


    საერთო ჯამში შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფემილი კრედიტი“ დაჯარიმდა - 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.