მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი+“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202950226) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    შემოწმების შედეგად გამოვლინდა, მიკროსაფინანსო ორგანიzზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 1 (ერთი) შემთხვევა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში - „ჯარიმის წესი“) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ხსენებული დარღვევის ერთი შემთხვევისათვის, სულ - 2,000 (ორი ათასი) ლარი;

    ორგანიზაციის მიერ დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით. მას არ გააჩნია მისოს პოლიტიკის მიხედვით რისკის ავტომატურად მინიჭების სრულყოფილი სისტემა, დაკავშირებული, უჩვეულო გარიგებებისა და საეჭვო გარიგებების გამოვლენის შესაძლებლობა, ასევე არ ახდენს პირების (კონტრაჰენტების) გადამოწმებას სანქციადაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 20,000 ლარის ოდენობით. სულ - 20,000 (ოცი ათასი) ლარი;

    საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“-ს მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ზღვარს ზემოთ ანგარიშგების დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის 2 (ორი) შემთხვევა (ხუთ სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის), რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 100 (ასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ზემოაღნიშნულ დარღვევაზე სულ - 200 (ორასი) ლარი;

    საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“-ს მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილ ვადებში წარუდგენლობის 2 (ორი) შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას - 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ზემოაღნიშნულ დარღვევაზე სულ - 10,000 (ათი ათასი) ლარი;

    |საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“-ს მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 17 (ჩვიდმეტი) ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 17 (ჩვიდმეტი) შემთხვევისათვის - სულ - 34,000 (ოცდათოთხმეტი ათასი) ლარი;

    მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის 1 (ერთ) კლიენტს არ აქვს რისკი მინიჭებული. რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის, მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში ითვალისწინებს დაჯარიმებას – 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. სულ - 3,000 (სამი ათასი) ლარი;

    მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შემოწმების დაწყების თარიღისათვის 1 (ერთ) კლიენტთან მიმართებაში რისკის მინიჭება/გადაფასება, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინების გარეშე არის განხორციელებული. რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის, მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში ითვალისწინებს დაჯარიმებას – 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. სულ - 3,000 (სამი ათასი) ლარი;

    მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 31 მაისის №61/04 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ანგარიშგებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 14 (თოთხმეტი) შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ -14,000 (თოთხმეტი ათასი) ლარი.

    საერთო ჯამში სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი+“-ს დაჯარიმდა - 86,200 (ოთხმოცდაექვსი ათას ორასი) ლარის ოდენობით.