მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს "მისო ქართული კრედიტი"-ისათვის (ს/ნ 206238800) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 6 (ექვსი) შემთხვევა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში - „წესი“) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, ხოლო, ნახსენები დარღვევის ექვსი შემთხვევისათვის, სულ - 12,000 (თორმეტი ათასი) ლარი;

    მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების პერიოდში, გამოვლინდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 31 მაისის №61/04 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ანგარიშგებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 1 (ერთი) შემთხვევა, რაც ზემოაღნიშნული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ -1,000 (ათასი) ლარი.

    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „მისო ქართული კრედიტს“ დაეკისრა ფულადი ჯარიმა - 13,000 (ცამეტი ათასი) ლარის ოდენობით.