მონაწილეობის კრიტერიუმები
RTGS სისტემის მონაწილე შეიძლება იყოს:
პრეტენდენტი ეროვნული ბანკის მიერ დაშვებული იქნება სისტემაში მონაწილეობისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებს RTGS სისტემის წესებით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას და ვალდებულებას.
1. პრეტენდენტი სისტემაში ჩართვისთვის წერილობით მიმართავს ეროვნულ ბანკს და წარმოადგენს სისტემის წესებით განსაზღვრულ მონაწილის განაცხადის ფორმას, ან სხვა დამატებით ინფორმაციას საჭიროების შემთხვევაში.
2. ეროვნული ბანკი განიხილავს განაცხადს და მიღებულ გადაწყვეტილებას აცნობებს პრეტენდენტს RTGS სისტემის წესებში გაწერილი ვადების შესაბამისად.
3. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი კრიტერიუმები:
4. სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს სატესტო გარემოში ტესტირების მიზნით პრეტენდენტის მხარდაჭერას და შეთანხმებული გეგმის მიხედვით ტრენინგის ჩატარებას.
5. პრეტენდენტის ტესტირების წარმატებით დასრულების და RTGS სისტემის წესებით განსაზღვრული მონაწილეობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორსა და მონაწილეს შორის ფორმდება დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემაში მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულება.