კლიმატის რისკის რადარი

    კლიმატთან დაკავშირებული რისკის რადარი საქართველოს ეკონომიკური სექტორებისთვის

     

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა German Sparkassenstiftung for International Cooperation (DSIK) თანამშრომლობით საქართველოს ეკონომიკური სექტორებისთვის კლიმატთან დაკავშირებული რისკების რადარისა და ფინანსური სექტორისთვის მისი შესაძლო გამოყენების შესახებ ანგარიში მოამზადა. ანგარიშში წარმოდგენილია კლიმატის რისკების შეფასების ბარათი (Scorecard) საქართველოს ეკონომიკური სექტორებისთვის და შეფასებულია ფინანსური სექტორის დამოკიდებულება გამოვლენილ მაღალი რისკის მქონე სექტორებზე.

     

    კლიმატის რისკის რადარი არის შეფასების მეთოდოლოგია, რომელიც "top-down" მიდგომას იყენებს და ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით სექტორის პოტენციურ კლიმატის რისკს აფასებს. იგი მოიცავს როგორც მწვავე და ქრონიკულ ფიზიკურ კლიმატის რისკებს, ასევე გარდამავლობის რისკებს. სხვა გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) რისკები უფრო ზოგადადაა შეფასებული.

     

    რისკების რადარის ეს შეფასების სისტემა გამოყენებულია ყველა ძირითადი სექტორისთვის. ყველაზე მოწყვლადი სექტორების გამოვლენის შემდეგ, კომერციული ბანკების დამოკიდებულება ამ მაღალი რისკის სექტორების მიმართ რისკების რუქის გამოყენებითაა შეფასებული.