კაპიტალის სტანდარტები
საქართველოს საბანკო სექტორისათვის განსაზღვრული კაპიტალის მოთხოვნები ეფუძნება ბაზელ III-ის სტანდარტსა და ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის 575/2013 რეგულაციისა და 2013/36/EU დირექტივას (CRR-CRD package).
კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები განისაზღვრება "მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებით", რომლის თანახმადაც, პილარ 1-ის ფარგლებში, მინიმალური მოთხოვნები განისაზღვრება შემდეგნაირად:
"მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებით" დაწესებული პილარ 1-ის მინიმალური მოთხოვნების შესრულებასთან ერთად, მიკრობანკი ვალდებულია დაიცვას კაპიტალის დამატებითი ბუფერის მოთხოვნები იმ რისკებისთვის, რომელსაც არ მოიცავს პილარ 1, მათ შორის, იმ საბაზრო და საკრედიტო რისკებისთვის, რომელიც არ შედის პილარ 1-ში, ასევე კონცენტრაციის, საპროცენტო, ლიკვიდობის, სტრატეგიული და რეპუტაციული რისკებისთვის და სხვა. საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესში გამოვლენილი რისკებზე საპასუხოდ ეროვნული ბანკი მიკრობანკებს მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების მიხედვით უწესებს მოთხოვნას კაპიტალის დამატებით პილარ 2-ის ბუფერებზე. მიკრობანკების შემთხვევაში, მოთხოვნები მოიცავს შემდეგ ბუფერებს:
მიკრობანკის რისკის პროფილისა და კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, მიკრობანკების პილარ 2-ის მოთხოვნები არ მოიცავს შემდეგ ბუფერებს:
დამატებით, მიკრობანკებს უწესდებათ კაპიტალის კომბინირებული ბუფერის მოთხოვნა, რომელიც შედგება კაპიტალის კონსერვაციის ბუფერისა (2.5%-ის ოდენობით), კონტრციკლური ბუფერისგან (0-2.5% ფარგლებში).
მიკრობანკის პროფილიდან და კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებიდან გამომდინარე კომბინირებული ბუფერის მოთხოვნა არ ითვალისწინებს სიტემურ ბუფერს.
პილარ 3-ის ფარგლებში მიკრობანკებს უწესდებათ გამჟღავნების მოთხოვნები, რომლის მიზანიც საბაზრო დისციპლინის გაძლიერებაა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდი იყენებს Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესების, და უკეთესი ნავიგაციის მიზნით.
თუ აგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას, ამით თანხმობას აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე.