სისტემაში ტრანსფერ-ორდერის მიღების მომენტად ითვლება სისტემის მიერ მისი ანგარიშსწორებისათვის მიღება. რა დროსაც ტრანსფერ-ორდერი ხდება გამოუთხოვადი მონაწილის, ან ნებისმიერი მესამე პირის, მათ შორის, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის, დროებითი ადმინისტრატორის, ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოების მიერ.
ანგარიშსწორება საბოლოო ხდება იმ მომენტიდან, როდესაც შესაბამისი მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიში დადებეტდება, ან დაკრედიტდება.
ტრანსფერ-ორდერის გამოუთხოვადობა და საბოლოობა სადავო არ ხდება მონაწილისათვის RTGS სისტემაში სტატუსის შეცვლამდე, შეცვლისას, ან შეცვლის შემდეგ.
RTGS სისტემა თავისი დიზაინით უზრუნველყოფს გამჭვირვალე და გამოუთხოვად ანგარიშსწორებას.
RTGS სისტემაში ტრანსფერ-ორდერის გამოუთხოვადობას და საბოლოობას ამყარებს კანონმდებლობა (საქართველოს კანონი "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ").
მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებისას ტრანსფერ-ორდერი გამოუთხოვადია მხოლოდ სისტემის მიერ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე მიღებული ტრანსფერ-ორდერების, ან მათ საფუძველზე გამოთვლილი ნეტ-ვალდებულების მოცულობით.