საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა

30 სექტემბერი, 2024

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -29.5 მლრდ აშშ დოლარი (-82.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -93.3 პროცენტია  (წინა პერიოდის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი  -96.9 პროცენტი იყო). წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 779.0 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.


2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 16.2 მლრდ აშშ დოლარია (45.4 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 157.0 მლნ აშშ დოლარით აღემატება.


მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 45.6 მლრდ აშშ დოლარი (128.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 622.0 მლნ აშშ დოლარით ჩამოუვარდება.


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში, მისამართზე. 

სხვა სიახლეები