"შემოთავაზებების და კითხვების გამოგზავნა შესაბამისი დანართის მიხედვით შესაძლებელია ელ-ფოსტაზე - CMF@nbg.gov.ge 2024 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. მოსაზრების წარდგენა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს და უპასუხებს მხოლოდ ზემოაღნიშნული დანართის ფორმით მოწოდებულ არგუმენტირებულ კომენტარებსა და მოსაზრებებს."