მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების მიზნით, ევროკავშირის დირექტივის მოთხოვნებისა და სექტორში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის" ცვლილებების პროექტი საკონსულტაციოდ და დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით, გამოქვეყნებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. შემოთავაზებების და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია ელ-ფოსტაზე - cp@nbg.gov.ge, მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.