PTI და LTV მოთხოვნები
სესხის მომსახურებისა (PTI – payment to income ratio) და სესხის უზრუნველყოფის (LTV – Loan to value ratio) კოეფიციენტებზე მოთხოვნები წარმოადგენს მაკროპრუდენციული პოლიტიკის ინსტრუმენტებს, რომლებიც სესხის პირობებზე მოქმედებს. განსხვავებით მიწოდების მხარეზე (ბანკებზე) ორიენტირებული ინსტრუმენტებისაგან (კაპიტალის მოთხოვნები), სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტები მოქმედებს მოთხოვნის მხარეზე და უზრუნველყოფს როგორც მსესხებლების, ისე ბანკების მდგრადობას.
სესხის მომსახურების კოეფიციენტით (PTI) დგინდება სესხის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის მაქსიმალური ზღვარი, რომელიც განისაზღვრება მსესხებლის განკარგვადი შემოსავლის პროპორციულად.
სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტით (LTV) განისაზღვრება სესხის მაქსიმალური მოცულობა იმ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად, რომლითაც სესხია უზრუნველყოფილი. აღნიშნული ინსტრუმენტი, უძრავი ქონების ფასების შემცირების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ფინანსური სექტორის მდგრადობას და ასევე ზღუდავს უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ბუშტის წარმოქმნას.
სესხის მომსახურების და უზრუნველყოფის კოეფიციენტებზე დაწესებული ზღვრები შესაძლოა შეიცვალოს ფინანსური ციკლის შესაბამისად და განსხვავდებოდეს ადგილობრივი და უცხოური ვალუტის მიხედვით.
ყოველთვიური წმინდა შემოსავალი (ლარი ან მისი ეკვივალენტი უცხოური ვალუტით) |
სესხი უცხოური ვალუტით (გარდა იმ შემთხვევისა, თუ შემოსავალიც იმავე ვალუტაშია) |
სესხი ლარით (ან უცხოური ვალუტით თუ მსესხებლის შემოსავალი იმავე ვალუტაშია) |
<1500 | 20 % | 25 % |
>=1500 | 30 % | 50 % |
ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე |
უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე |
85 % | 70 % |