შპს "მისო ექსპრეს კაპიტალ +"-ის (ს/ნ: 445448150) დაჯარიმების თაობაზე

    საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 25 თებერვლის №163-1კ განკარგულების საფუძველზე განხორციელებული შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის 1 (ერთი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული „ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ (შემდგომში - წესი“) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 7,000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;


    მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 4 (ოთხი) ფაქტი, რაც ხსენებული წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 4 (ოთხი) შემთხვევისათვის - სულ - 8,000 (რვა ათასი) ლარი.


    საერთო ჯამში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა - 15,000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.