სს "მისო ქართული კრედიტი“-ს (ს/ნ 206238800) ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე

    1. შემოწმების პერიოდში დაფიქსირდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემმოწმებელთა ჯგუფისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 4 (ოთხი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული “მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, საერთო თანხით - 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.
    2. შემოწმების პერიოდში დაფიქსირდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ იდენტიფიკაციის გარეშე კლიენტებისთვის მომსახურების გაწევის 38 (ოცდათვრამეთი) შემთხვევა, რაც ეწინააღმდეგება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის N7 ბრძანებით დამტკიცებული “მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-6 და 61 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს მე–2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, საერთო თანხით - 19 000 (ცხრამეტი ათასი) ლარის ოდენობით.
    3. შემოწმების პერიოდში დაფიქსირდა მირკოსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ინფორმაციის (დოკუმენტაციის) აღრიცხვის და შენახვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის 8 (რვა) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის N25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე - საერთო თანხით 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

    სს „მისო ქართულ კრედიტ“-ს დაეკისროს ფულადი ჯარიმა საერთო თანხით 31 000 (ოცდათერთმეტი ათასი) ლარი.