სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯორჯიან კაპიტალი“-სთვის (ს/ნ: 204568574) ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე.

    შემოწმების პერიოდში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემმოწმებელთა ჯგუფისათვის ინფორმაციის არასწორად წარდგენის 1 (ერთი) ფაქტი, კერძოდ კი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მხრიდან 2023 წლის 30 აგვისტოს მოწოდებული დანართი №2-ში “სესხები საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით” არ ფიქსირდებოდნენ კლიენტები რომლებიც ასახულნი იყვნენ “კლიენტთა ბაზის ფორმაში”. რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში - „წესი“) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ზემოაღნიშნულ დარღვევაზე სულ - 2,000 (ორი ათასი) ლარი.


    შემოწმების პერიოდში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 31 მაისის №61/04 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 2 (ორი) შემთხვევა, რაც ზემოაღნიშნული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 1,000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ზემოაღნიშნულ ორ დარღვევაზე სულ - 2,000 (ორი ათასი) ლარი.

    სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯორჯიან კაპიტალი“-ს (ს/ნ: 204568574) დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო ოდენობით 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.