სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი"-ს (ს/ნ 405121817) ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე

    შემოწმების პერიოდში დაფიქსირდა, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 4 (ოთხი) ფაქტი, რაც ხსენებული წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 4 (ოთხი) შემთხვევისათვის - სულ - 8,000 (რვა ათასი) ლარი.


    საერთო ჯამში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა - 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.