შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გლობალ კრედიტი"-ს (ს/ნ 212918100) ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე

    1. შემოწმების პერიოდში დაფიქსირდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემმოწმებელთა ჯგუფისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 1 (ერთი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული "მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი"-ს მე–2 მუხლის მე-2 პუნქტის "რ" ქვე-პუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 1 000 ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე. სულ - 1 000 ლარი.
    2. შემოწმების პერიოდში, გამოვლინდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 2 (ორი) შემთხვევა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი"-ს მე–2 მუხლის მე-2 პუნქტის "ს" ქვე-პუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 1 000 ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე. სულ - 2 000 ლარი.

    შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გლობალ კრედიტი"-ს დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით  3 000 ლარი.