მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „მისო ინვესტ ჯორჯია“-სთვის (ს/ნ: 404869576) ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე

    1. სს „მისო ინვესტ ჯორჯიას“, შემოწმების პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის არასწორად წარდგენის 1 (ერთი) შემთხვევის გამო, დაეკისროს ფულადი ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
    2. სს „მისო ინვესტ ჯორჯიას“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 31 მაისის №61/04 ბრძანებით გათვალისწინებული ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის შესამოწმებელ პერიოდში არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 6 (ექვსი) შემთხვევის გამო, დაეკისროს ფულადი ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, საერთო თანხით - 6 000 (ექვსი ათასი) ლარი.

    მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით - 8 000 (რვა ათასი) ლარი.