კომერციული ბანკის ს.ს. „იშბანკი საქართველო“-სთვის (ს/ნ 404496611, ლ/ნ 368) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    განხორციელდა კომერციული ბანკის ს.ს. „იშბანკი საქართველო“-ს (ს/ნ 404496611, ლ/ნ 368) დაჯარიმება 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით. კერძოდ, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის N1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის გამო.