ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს "კრედფინი"-სთვის (ს/ნ 400276287) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. კერძოდ, ვალუტის გადამცვლელ პუნქტის მიერ შიდა კონტროლთან დაკავშირებული შემუშავებული/დანერგილი პოლიტიკა ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 05 თებერვლის N17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ (2021 წლის 5 აპრილის შემდგომი რედაქციით) მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

     

    შემოწმების შედეგად გამოვლინდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 15 ნოემბრის №248/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით“ განსაზღვრული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის 2021 წლის I ნახევრის (2021 წლის 1 იანვარი - 2021 წლის 30 ივნისი) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით ეროვნული ბანკისათვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 2 (ორი) შემთხვევა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული "ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის" მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის "დ" ქვეპუნქტი (2021 წლის 5 აპრილის შემდგომ მდგომარეობით) შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 1 000 ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე. სულ - 2 000 (ორი ათასი) ლარი.

     


    შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა არ ჰქონდა წარდგენილი დადგენილ ვადებში. „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 ივნისის №1 ბრძანებით გათვალისწინებული პირველადი აღრიცხვის ფორმის წარმოუდგენლობა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ (წესის 2021 წლის 5 აპრილის შემდგომ მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით) მე–3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

     

    სულ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით.