ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ი.მ "ეკატერინე დანელია"-სთვის (ს/ნ:29001005068) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    განხორციელდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ი.მ „ეკატერინე დანელიას“ დაჯარიმება 5 000 (ხუთ ათასი) ლარის ოდენობით, კერძოდ

     

    "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 05 თებერვლის N17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის (წესის 2021 წლის 5 აპრილის შემდგომ მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით) შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

     

    ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 15 ნოემბრის №248/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით“ განსაზღვრული ანგარიშგებით ეროვნული ბანკისათვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 2 (ორი) შემთხვევა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 05 თებერვლის N17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის (წესის 2021 წლის 5 აპრილის შემდგომ მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით) შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ - 2 000 (ორი ათასი) ლარი.