კობა გვენეტაძე #FITCHRATINGS - ის შეფასებას გამოეხმაურა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings - მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან #პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი 'BB' დონეზე შეაფასა. კობა გვენეტაძის თქმით, სარეიტინგო კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ #მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც ქვეყნის საფინანსო სექტორს უფრო მდგრადს ხდის.