საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მონეტების გაყიდვას სერიიდან "საქართველოს მეფეები"

საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მონეტების გაყიდვას სერიიდან "საქართველოს მეფეები"

13 დეკემბერი, 2021

თამარ მეფის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროს მონეტის რეალიზაცია 2021 წლის 14 დეკემბერს, 10:00 საათზე დაიწყება.

 

დავით აღმაშენებლის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის გაყიდვა კი 2021 წლის 15 დეკემბერს, 10:00 საათზე დაიწყება.

 

თამარ მეფის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის რეალიზაცია 2021 წლის 16 დეკემბერს, 10:00 საათზე დაიწყება.

 

შეძენილი ოქროს მონეტები (დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე) მომხმარებელს დეკემბრის თვის განმავლობაში მიეწოდებათ, ხოლო ვერცხლის მონეტები (დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე) კი - 2022 წლის იანვრის განმავლობაში. 

 

საკოლექციო მონეტის შეძენა მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის - www.tkt.ge - ის საშუალებით იქნება შესაძლებელი. მონეტების შეძენის  წესებსა და პირობებს გთხოვთ წინასწარ გაეცნოთ  ბმულზე.

 

ხშირად დასმული კითხვები

სხვა სიახლეები