მდგრადი დაფინანსების ფორუმი
საქართველოს ეროვნული ბანკი, მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან (SBFN) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC), შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსთან SECO-სთან თანამშრომლობით, 2024 წლის 6 მარტს ქალაქ თბილისში მდგრადი დაფინანსების ფორუმს უმასპინძლებს.
მდგრადი დაფინანსების ფორუმი არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც წარმოადგენს პლატფორმას, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მდგრადი დაფინანსების საკითხებზე მსჯელობენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. ღონისძიებაზე განიხილება მიმდინარე გლობალური ტენდეციები და IFC-ის მიერ მხარდაჭერილი SBFN-ის 66 წევრი ქვეყნის ერთობლივი გამოცდილება მდგრადი დაფინანსების მიმართულებით. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ IFC-ის ექსპერტები, SBFN-ის წევრი ქვეყნები, მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრალური ბანკები, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
მდგრადი დაფინანსების ფორუმის დღის წესრიგი
თარიღი: 6 მარტი, 2024
ენა: ინგლისური
ადგილმდებარეობა: სასტუმრო პარაგრაფი თბილისი, 7 თავისუფლების მოედანი, საქართველო.
ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ სარეგისტრაციო ფორმა შეავსოთ 2024 წლის 20 თებერვლამდე.
სარეგისტრაციო ფორმა |
