შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი“-სთვის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405121817) ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული ვადის გადაცილებით წარმოდგენის 1 (ერთი) შემთხვევა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2 (ორი) შემთხვევა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ხსენებული დარღვევის სამი შემთხვევისათვის, სულ 6,000 (ექვსი ათასი) ლარი.
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405121817) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 6,000 (ექვსი ათასი) ლარი ოდენობით.