საგადახდო მომსახურების პროვაიდერის - შპს „ვოლიფეი“-ს (ს/ნ: 405272501)- დაკისრებული ფულადი ჯარიმა
განხორციელდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს „ვოლიფეი“-ს (ს/ნ: 405272501) დაჯარიმება 13 000 (ცამეტი ათასი) ლარის ოდენობით.
1(ერთ) შემთხვევაში დარღვეულია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში „კანონი“) 21-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რომლისთვისაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 ივნისის №87/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ (შემდგომში - „ჯარიმების წესი“) 21 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობის ჯარიმა, როდესაც დარღვეულია პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება. ჯამურად ჯარიმამ შეადგინა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი;
2 (ორ) შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან განხორციელდა „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 31 ივლისის №196/04 ბრძანებით განსაზღვრული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით (კერძოდ 2024 წლის პირველი და მეორე ნახევრის ანგარიშგება) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენა, რომლისთვისაც ჯარიმების წესის 21 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჯარიმა შეადგენს 1 000 (ათასი) ლარს დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ჯამურად ჯარიმამ შეადგენს 2 000 (ორი ათასი) ლარი;
1(ერთ) შემთხვევაში დაფიქსირდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარუდგენლობის ფაქტი, რომლისთვისაც ჯარიმების წესის 21 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჯარიმა შეადგენს 3 000 (სამი ათასი) ლარს დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ჯამურად ჯარიმამ შეადგინა 3 000 (სამი ათასი) ლარი;
1(ერთ) შემთხვევაში დაფიქსირდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის არასწორად წარდგენა, რაც ჯარიმების წესის 21 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ექვემდებარება დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ჯარიმამ ჯამურად შეადგინა 3 000 (სამი ათასი) ლარი;