საბროკერო კომპანია შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორი“-სთვის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405482721) დაჯარიმების დაკისრების თაობაზე
1. საბროკერო კომპანიამ „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 05 ივნისის №1 ბრძანების პირველი მუხლის მე-3 ქვეპუნქტის თანხმად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინოს აღრიცხვის ფორმა საზედამხედველო ორგანოში ლიცენზიის აღებიდან, რეგისტრაციის ან ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, საბროკერო კომპანიამ საქართველოს ეროვნულ ბანკში ლიცენზია აიღო 2021 წლის 09 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების №342, ხოლო პირველადი აღრიცხვის ფორმა წარადგინა 2023 წლის 10 ოქტომბერს, შესაბამისად დგინდება, რომ საბროკერო კომპანიის მიერ პირველადი აღრიცხვის ფორმის წარდგენა მოხდა დაგვიანებით, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებული „პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესი“-ს (შემდგომში - ჯარიმის წესის) 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
2. საბროკერო კომპანიის მიერ შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის მის ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 1 (ერთი) ფაქტი, რაც ჯარიმის წესის 5¹ მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
3. 2 (ორი) კლიენტთან მიმართებით საბროკერო კომპანიის მიერ რისკის მინიჭება განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინების გარეშე, რაც ჯარიმის წესის 51 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 2 (ორი) შემთხვევისათვის სულ - 6,000 (ექვსი ათასი) ლარი;
4. საბროკერო კომპანიის მიერ შემუშავებული პოლიტიკა/პროცედურები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც ჯარიმის წესის 51 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
5. საბროკერო კომპანიის მიერ კლიენტთან მიმართებით ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის 1 (ერთი) ფაქტი, რაც ჯარიმის წესის 51 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით;
6. საბროკერო კომპანიას არ გააჩნია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემა (რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო/საეჭვო ნიშნების, მათ შორის, დანაწევრებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენას და პირის ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ, გაეროს უშიშროების საბჭოს და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებებით მოთხოვნილ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქცია დაკისრებულ პირთა სიებში გადამოწმებას), რაც ჯარიმის წესის 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 20,000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.
საბროკერო კომპანია შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405482721) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში - 39,000 (ოცდაცხრამეტი ათასი) ლარის ოდენობით.