კომერციული ბანკი სს „კრედო ბანკისთვის“ (ს/ნ 205232238) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    განხორციელდა კომერციული ბანკი სს „კრედო ბანკის“ (ს/ნ 205232238) დაჯარიმება 60 000 (სამოცი ათასი) ლარის ოდენობით. კერძოდ:

    • შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2 (ორი) შემთხვევის გამო;
    • 6 (ექვსი) კლიენტთან მიმართებით არ განხორციელდა კანონმდებლობისა და შიდა პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი, გარიგების, საქმიანობის, ქონების და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლა;
    • 2 (ორი) კლიენტთან მიმართებით, რისკის შესაბამისად არ განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის განახლება;
    • 1 (ერთი) კლიენტთან მიმართებით, კომერციულმა ბანკმა არ განახორციელა შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინებით რისკის მინიჭება;
    • 1 (ერთი) კლიენტთან მიმართებით, გამოვლინდა პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა.