საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს "ნეოლეთ" - ისთვის (ს/ნ 405280280) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    განხორციელდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შპს „ნეოლეთ“-ის (ს/ნ 405280280) დაჯარიმება 26,000 (ოცდაექვსი ათასი) ლარის ოდენობით, კერძოდ:

    1. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 1 (ერთი) შემთხვევის გამო;
    2. 1 (ერთ) შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან გამოვლინდა ადგილზე შემოწმების შედეგად პროვაიდერისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა;
    3. გამოვლინდა, რომ პროვაიდერის შესაბამისობის კონტროლის სისტემა არ ითვალისწინებს დამოუკიდებელი აუდიტის ფუნქციას (შესაბამისად არ ჩატარებულა დამოუკიდებელი აუდიტი);
    4. გამოვლინდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის 1 (ერთ) შემთხვევაში არასწორად წარდგენა და 1 (ერთ) შემთხვევაში წარუდგენლობა.