კვლევის მიზანია საქართველოს სამშენებლო მასალების სექტორის ფინანსური მაჩვენებლებისა და გადახდისუნარიანობის შეფასება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად დეტალურად გაანალიზდა ხსენებულ ეკონომიკურ სექტორში მოქმედი სუბიექტების სხვადასხვა ფინანსური მაჩვენებლები. ძირითადი ფინანსური ინდიკატორების შეფასების შედეგად გამოვლინდა ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ სექტორში გაცემული ფინანსური ინსტრუმენტების ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. კვლევაში ასევე წარმოდგენილია საქართველოს სამშენებლო მასალების სექტორის მოკლე სტატისტიკური მიმოხილვა, რომელიც შედარებულია გლობალური და ევროპული სამშენებლო მასალების სექტორების ანალოგიურ მაჩვენებლებთან. ნაშრომში მიმოხილულია სექტორის საკრედიტო პორტფელის და მისი ხარისხობრივი მახასიათებლების ტენდენციები. დასკვნის სახით კი წარმოდგენილია სამშენებლო მასალების ეკონომიკური სექტორის კვლევის შედეგად ფორმირებული ძირითადი მიგნებები და დასკვნები.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდი იყენებს Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესების, და უკეთესი ნავიგაციის მიზნით.
თუ აგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას, ამით თანხმობას აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე.