მომხმარებელთა უფლებები და ფინანსური განათლება
    01 ივლისი, 2020

    საგანმანათლებლო ბროშურები - სტუდენტებისთვის

     

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჩართულობით, ახალგაზრდებისთვის ფინანსური განათლების ბროშურები შეიმუშავა. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა. ბროშურები ათი ძირითადი თემატური საკითხისგან შედგება და მათ ძირითად სამიზნე აუდიტორიას  სტუდენტები წარმოადგენენ. 

     

    შემუშავებული ბროშურების მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საფინანსო სისტემისა და მისი მონაწილეების, ფულისა და ვალუტის, სახელმწიფო ბიუჯეტისა და გადასახადების შესახებ და, ასევე, მოიცავს ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ ისეთ საბაზისო საკითხებს, როგორებიცაა პირადი ბიუჯეტი და დაზოგვა, სესხება, დაზღვევა, ფინანსური უსაფრთხოების თემები და მომხმარებელთა უფლებების დაცვა. 

     

    ბროშურები მომხმარებლებს დაეხმარება შეიძინონ და განავითარონ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც პირადი და ოჯახის საჭიროებებისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მათ სწორი ფინანსური გადაწყვეტილების მიღებასა და ფინანსური კეთილდღეობის მიღწევაში დაეხმარება. 

     

    ბროშურების ელექტრონული ვერსიები როგორც ცალ-ცალკე, ასევე, მათი გაერთიანებული ვერსია ერთიანი სახელმძღვანელოს სახით, რომლის სახელწოდებაა "ფინანსური განათლება მარტივად", ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაა ხელმისაწვდომი.

    მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები
    ფინანსური სისტემა და ფინანსური შუამავლები
    დაზღვევა
    დაზოგვა და დეპოზიტები
    ფული და ვალუტა
    თაღლითური სქემები და ფინანსური უსაფრთხოება
    პირადი ბიუჯეტი
    სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები
    სესხება და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები
    ფასიანი ქაღალდები და საფონდო ბირჟა
    ყდა და სახელმძღვანელო ერთად